დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ისევ აპირებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უალტერნატივო კანდიდატი იქნება. 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განცხადება კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, მხარდამჭერებთან შეხვედრზე გააკეთა.

„ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ 2024 წელს ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ… ორჯერ ვიყარე კენჭი. ორჯერ გავიმარჯვე და მეორე კენჭისყრისას გაცილებით უკეთესი შედეგი ვაჩვენე, ვიდრე პირველ ჯერზე. 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მილიონობით მეტი ხმა მივიღე. და მივიღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოქმედ პრეზიდენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები