აფეთქება ყაზახეთში – ყარაგანდას რაიონში მაღაროში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, გამთენიისას, გაზის სადრენაჟო ჭების ბურღვისას გაჟონვა მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 4 კი დაშავდა. მაღაროდან 160 მეშახტეა ევაკუირებული.
,,ავარიის გამოსაძიებლად იქმნება კომისია, რომელიც გამოძიების შედეგებით დაადგენს შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.