უკრაინაში რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეა ლიკვიდირებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ინფორმაციით, უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე,  ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე.

მათივე ცნობით, განადგურებულ რუს ოფიცრებს შორის არის ორი გენერალ-ლეიტენანტი და რვა გენერალ-მაიორი. ამასთან, ლიკვიდირებული მაღალჩინოსნების დაახლოებით მეოთხედი უფროსი ოფიცერია.

მათივე მონაცემებით, უკრაინის ომში ასევე დაიღუპა რუსეთის ფედერაციის 44 პოლკოვნიკი, 98 ვიცე-პოლკოვნიკი და 193 მაიორი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია 279 კაპიტანი, 471 უფროსი ლეიტენანტი, 235 ლეიტენანტი და სხვა წოდების 72 სამხედრო.

მსგავსი თემები