,,უპრეცედენტოა, უკანონოა და არაამერიკულია“- ჯო ბაიდენი „რესპუბლიკელების“ მუქარაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მუქარა, რომ, დამარცხების შემთხვევაში, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

მისივე თქმით, არჩევნების უარმყოფი პირები შთაგონებული არიან ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ.

„ამერიკაში ყველა დონის თანამდებობისთვის იბრძვიან კანდიდატები – გუბერნატორობისთვის, კონგრესისთვის, გენერალური პროკურორობისთვის, სახელმწიფო მდივნის თანამდებობისთვის – რომლებიც არ აიღებენ ვალდებულებას, მიიღონ არჩევნების შედეგები. ეს არის გზა ქაოსისაკენ ამერიკაში. ეს უპრეცედენტოა. ეს უკანონოა და ეს არაამერიკულია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები