,,უკრაინულ მოდელს თუ გადმოვიღებთ, კრიტერიუმები შეეხებათ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელს”- არჩილ თალაკვაძე

,,ოპოზიცია ითხოვს ერთსიტყვიანი კანონი იქნას მიღებული და იქ ჩაიწეროს მხოლოდ სახელი და გვარი, ვის მიმართაც პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერისმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის უკრაინული მოდელი თუ იქნება გადმოღებული, ამ შემთხვევაში, ოლიგარქთა სიაში რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში მყოფი ოლიგარქები მოხვდებიან.

„ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ 2012 წელს მიღებული ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტრავმა და აწუხებთ ერთადერთი, პოლიტიკური შურისძიება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები. ისინი ატყუებენ საზოგადოებას,  სინამდვილეში, ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ისეთი კანონი უნდა იყოს მიღებული, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, თან იმ ადამიანის, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებში, ადამიანის უფლებების დაცვაში, ქვეყანაში არსებული ვითარების თვისობრივად გაუმჯობესებაში და ეს ეხება პრაქტიკულად ყველა მიმართულებას.

ევროკავშირმა თქვა, რომ უნდა იყოს შემუშავებული ისეთი რეგულაცია, რომელიც ჩამოაყალიბებს კრიტერიუმებს, ვის შეიძლება, შეეხოს კანონი ოლიგარქიის რეგულირების შესახებ. პირდაპირ გეტყვით, რომ თუ ჩვენ გადმოვიღებთ მოდელს, რომელიც თავის დროზე მოსწონდა„ ნაციონალურ მოძრაობას“ და მოგვიწოდებდნენ პათეტიკურად, რომ მიგვეღო ეს კანონი – კანონმდებლობის უკრაინული მოდელი, რომელშიც მოცემულია ოთხი მთავარი კრიტერიუმი, თუ ასე იქნება კანონი მიღებული, პირველი, ვისაც კრიტერიუმები შეეხება, გახლავთ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში მყოფი ოლიგარქები. პირველ რიგში, ეს არის კეზერაშვილი, რომელიც პრაქტიკულად ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები