ჩეხეთი რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ

ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ.  ჩეხეთის საგარეო უწყების ცნობით, შეშფოთებული არიან რუსეთში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

ამასთანმ, ჩეხეთის საგარეო უწყება ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.

„რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის გაგრძელების კონტექსტში არსებობს უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა კი, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები