უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის ინფორმაციით, ლიმანთან ახლოს მდებარე, დონეცკის ოლქის სოფელი ტორსკე გაათავისუფლეს.

მისივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკის ქალაქ კრემინაში რუსულ სამხედრო ნაწილებს ცეცხლი გაუხსნეს.

,,მათთვის (რუსებითვის) ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კრემინას შენარჩუნება. კრემინის დაძლევის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები წავლენ სვატოვოში, რუბიჟნეში და შემდგომში შეძლებენ ლუგანსკის რეგიონის განთავისუფლებას”, – განაცხადა სპიკერმა.

 

მსგავსი თემები