„მტრებმა არ დაივიწყონ, ვის ნახევარკუნძულზე იმყოფება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ საუბრობს და მებრძოლებსა და დაზვერვას მადლობას უხდის.

„სამხედროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია.  დეტალებში არ შევალ. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ჩვენი დაზვერვის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ჩვენს ხალხს, ვინც ძალიან მტკიცედ გვიჭერს მხარს ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთში და განსაკუთრებით, ყირიმში. დაზვერვა მადლობელია მოწოდებული ინფორმაციისთვის და მაქსიმალურად დაამუშავებენ.  მტრებმა არ დაივიწყონ, ვის ნახევარკუნძულზე არიან. ისინი დროებით იმყოფებიან“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები