მედიის ინფორმაციით, ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ თურქეთის პრეზიდენტი მზადაა სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლვოვში, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

მსგავსი თემები