ინდოეთში “მაიმუნის ყვავილით” 22 წლის კაცი გარდაიცვალა

ინდოეთში, კერალას შტატში, მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს, მაღალი სიცხე და ლიმფური კვანძების შეშუპება ჰქონდა, თუმცა არ აღენიშნებოდა გამონაყარი, შესაბამისად,  ექიმებს “მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების ეჭვი არ გაუჩნდათ.

22 წლის კაცი, საავადმყოფოში 27 ივლისს გადაიყვანეს, სადაც  მისი მდგომარეობა გაუარესდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები