,,ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის მონაწილეებს წერილს გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სიტყვას.

პუტინი მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც იცავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს მშვიდობიან ატომზე წვდომის უფლება.

„როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე და მისი ერთ-ერთი დეპოზიტარი, რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას. სრულად შესრულებულია ასევე ჩვენი ვალდებულებები აშშ-სთან შესაბამისი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შეთანხმებების ფარგლებში. გამოვდივართ იქიდან, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას მსოფლიო საზოგადოების ყველა წევრისთვის“, – ნათქვამია პუტინის წერილში.

მსგავსი თემები