„უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა შეთანხმების შესრულებაზე”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ  ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა უკრაინულმა მხარემ ჩაშალა. პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა  შეთანხმების შეუსრულებაზე.

„მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები