ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ტერიტორიების დეოკუპაციის ბრძანება გასცა

უკრაინის თავდაცვლის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა დასავლური იარაღით აღჭურვილი, მილიონობით სამხედრო ძალას აორგანიზებს, ქვეყნის  სამხრეთი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის.

რეზნიკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედროებს უბრძანა დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

,,ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.  პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი ასრულებს დავალებას და ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა XYZ. ეს ჩემი საქმეა, მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”,- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები