,,მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია, ოკუპანტების დანაკარგები გაიზრდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართას ავრცელებს და აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან მიღებულმა არტილერიამ ძალიან მძლავრად დაიწყო მუშაობა. მისივე თქმით, ოკუპანტების დანაკარგები იზრდება.

,,როგორც იქნა, იგრძნობა, რომ მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია. იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, მისი სიზუსტე ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები ძალიან საგრძნობ დარტყმებს აყენებენ შემადგენლობებსა და სხვა წერტილებს. ეს არსებითად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები