,,უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს”- ვალდის დომბროვსკისი

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებითა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისივე თქთმი, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებითა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ამ ომში გამარჯვებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, „სტრატეგიული კომპასი“ მკაფიოდ უსვამს ხაზს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშროლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების გაძლიერებას“, – განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა.

მსგავსი თემები