უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ბელორუსის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის მზად არ არის. მისი თქმით, უკრაინა მგსგავს ფორმატში არ იმუშავებს.
„რაც შეეხება ბელორუსებს, ეს ღია ინფორმაციაა – შემოგვთავაზეს ბელორუსის რკინიგზით გავლით ექსპორტი. დიახ, ჩვენ გვესმის, რა მოცულობაზეცაა საუბარი და ისიც გვესმის, რატომაც შემოგვთავაზეს ეს. არ ვართ მზად ამ ფორმატში ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ჩვენს „მეგობრულ“ მეზობლებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.