უკრაინის გენერალურ პროკურატუის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი.
უწყების ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე, 1940 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 184 – სრულად განადგურდა.
არსებული სტატისტიკა საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის ზუსტი მოკვლევა გართულებულია.