„საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“ – სალომე ზურაბიშვილი რუსეთს მიმართავს

„საქართველო ომით და ძალიათ არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და ადგილზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ტერიტორიების დაბრუნებას, აგრესიით და ძალის გამოყენებით არ შეეცდება.

,,ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოწვევები არ წყდება, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შესაძლოა დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს აშკარა, მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. ყველასათვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მის მეზობლებს და მათ სუვერენიტეტს, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს ქვეყანა საქართველო არაა. გთავაზობთ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ თავისუფლებას, ევროპულ მომავალს და თქვენი ენის, ისტორიის და იდენტობის დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა ვერ მიაღწევს შედეგს, ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის გზაზე,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები