,,კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ,” – აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ასეთივე ვითარება იყო მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე მსჯელობდნენ.

„ეს არის მოცემული ფაქტი, რაც არ არის ახალი მოვლენა. გვახსოვს ზუსტად იგივე  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მაშინ არ იყო მათი აგიტაცია წარმატებულ, იმედია არც ამ შემთხვევაში იქნება ეს აგიტაცია წარმატებული. რამდენჯერაც შედიან ეს პოლიტიკოსები კაბინეტში, რამდენჯერ გამოდის იქიდან კონკრეტული მესიჯები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან ისინი კაბინეტებში და რა მესიჯებით დადიან დერეფნებში“, – განაცხადა კობახიძემ.

,,მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

ამასთან, ქართული ოცნების თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს გვერდზე გადადონ პირადი პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები