,,უკრაინელი ბავშვები ყველას გვასწავლიან, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ღია წერილს აქვეყნებს და უკრაინელ ბავშვებს მიმართავს. ჯონსონის განცხადებით, უკრაინელმა ბავშვებმა უნდა იამაყონ მათი მშობლებით, ოჯახებით, ჯარისკაცებით და ყველაზე მეტად საკუთარი თავით.

,,ბევრმა თქვენგანამ ნახა ან განიცადა ის, რისი მოწმეც არცერთი ბავშვი არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ყოველდღე უკრაინელი ბავშვები ყველას გვასწავლიან, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული, თავი მაღლა აწიო ყველაზე რთულ დროსაც კი, არ ვიცი რა შეიძლება იყოს უკეთესი მისაბაძი მაგალითი ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, თქვენ არ ხართ მარტო”- წერს ბორის ჯონსონი.

მსგავსი თემები