,,რუსებს მარიუპოლი არ აუღიათ”- პენტაგონი

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, რუსებს მარიუპოლი არ აუღიათ და პუტინი თავის გეგმას მინიმუმ 2 კვირით ჩამორჩება. ამასთან, პენტაგონის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

,,არ ვფიქრობ, რომ მარიუპოლის ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამაზე უკრაინელებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენი შეფასებით, რომ ისინი ჯერ კიდევ იქ არიან და კვლავ წინააღმდეგობას უწევენ, ამას ადასტურებს ის, რომ რუსებმა იციან, მარიუპოლი არ აუღიათ, ამიტომ აგრძელებენ მარიუპოლის დაბომბვას და მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ძალები მარიუპოლის გარეთ და ქალაქში”,  – აღნიშნავს კირბი.

მსგავსი თემები