,,მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ დროულად გადაიყვანონ”- კობა ნაყოფია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია “ქართულ ოცნებას” მიმართავს  და მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მისი განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა  მძიმეა და  საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.

,,მივედით იმ ზღვრამდე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საყურადღებო კი არ არის, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში, არამედ ახლა სასწრაფოდ ჩარევას და სერიოზულ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. როგორც ვხვდები, საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, რჩევას ვაძლევ, მოვუწოდებ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ და დროზე გადაიყვანონ ის სამკურნალოდ უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში,” -აღნიშნა  კობა ნაყოფიამ.

მსგავსი თემები