„მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ  სააკაშვილი სათანადო კლინიკაში“ – „ევროპის სახალხო პარტია“

„ვგმობთ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა და ის შესაძლო შეუქცევადი შედეგები“ – აცხადებენ  ევროპის სახალხო პარტიაში“.

ევროპელი პოლიტიკოსები მმართველ პოლიტიკურ ძალას მიმართავენ.

„შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილია ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უარესდება. სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის უკანასკნელი ანგარიშში ნათქვამია, რომ სააკაშვილს აწუხებს გართულებების რთული ჯაჭვი – მდგრადი პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობით და ანორექსიით, რომელიც ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ არაადეკვატური მკურნალობის შედეგად ჩამოუყალიბდა.

ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაცია, რამაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება გამოიწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ეს არჩევანის საკითხი არაა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა“ – ვკითხულობთ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

ევროპელი პოლიტიკოსები ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.

„მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო კლინიკაში

საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეუძლია, მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია. ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა, მისი უფლებადაკარგულად გამოცხადება ან სიკვდილი, ლაკმუსის ქაღალდი გახდება საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაში, და ასევე მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების ჭრილში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები