ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ომიკრონის 5 წამყვანი და 3 დამატებითი სიმპტომი დაასახელა, რომლითაც ის განსხვავდება სხვა ვირუსებისგან. მისი განმარტებით სიპტომები მსუბუქია, თუმცა სწრაფად გავრცელებადი.
„ომიკრონი ძალიან ადვილად ერწყმის უჯრედებს და ამ მხრივ მისი პოზიტიური მხარე გამოიკვეთა. იმდენად სწრაფად ხდება შეჭრა ზემოსასუნთქი გზების უჯრედებში, რომ ფილტვებამდე ნაკლებად ხვდება. 5 წამყვანი სიმპტომი აქვს მას: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე და მსუბუქი ხველა.
ზოგადად სიმპტომები მსუბუქია, ფილტვის დაზიანება ნაკლებად ხდება. სუნთქვის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება შედარებით ნაკლებად ხდება. დამატებით წამოტივტივდა სამი სიმპტომი, ეს არის წელის ტკივილი, ღამით ოფლიანობა და გულისრევა, რაც განასხვავებს წინამორბედი შტამებისგან. რაც შეეხება ყნოსვის და გემოს ცვლილებას თითქმის აღარ გვხვდება” – განაცხადა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“.