ლუსტრაციის შესახებ კანონი აუცილებელია საქართველოსთვის – ემზარ კვიციანი

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი, მხარს უჭერს “ლუსტრაციის შესახებ კანონის” მიღებასთან დაკავშირებით დეპუტატ ლევან კობერიძის ინიციატივას და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელი იყო 1993 წელსაც, 1995 -ში და 1999 -შიც.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანმა განაცხადა, “ლუსტრაციის შესახებ კანონის” მიღება არასდროს არის დაგვიანებული, ის აუცილებელია საქართველოსთვის, რათა ყველას დაერქვას თავისი სახელი და აღარ მიმდინარეობდეს ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ბრმად დადანაშაულება.

“საბჭოთა პერიოდში ​თუ ვინმე მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, რა მოხდა მერე, ძველი დრო იყო. მაგრამ მერე მოდის ვერტიკალი, მისი შვილები, შვილიშვილები და ა.შ. რამდენად შეიძლება სუს-ის თანამშრომელი იყოს ადამიანი, რომელიც “კაგებე”-ში მუშაობდა. ეს ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ ისეთ თანამდებობებზე, სადაც საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის. დავკარგეთ ტერიტორიები. ყველა ვამბობთ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი გაიყიდა, მაგრამ ვინმემ აგო პასუხი ამის გამო? ვინ არის პასუხისმგებელი ტერიტორიულ მთლიანობაზე. როდესაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პირდაპირ ჩაიდინეს ღალატი, აგო რომელიმემ პასუხი ამის გამო? “, – აცხადებს ემზარ კვიციანი.

მსგავსი თემები