ფეხბურთის ჩემპიონატში ბათუმის სასპორტო სკოლამ გაიმარჯვა

აჭარის ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს, ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი 2006 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა და მასში 4 დღის განმავლობაში აჭარის რეგიონის 8 გუნდი ასპარეზობდა.

ჩემპიონატში გუნდები „ა“ და „ბ“ ქვეჯგუფად დაიყო. ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი „ბ“ ქვეჯგუფში თამაშობდა და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, დღეს, ფინალურ შეხვედრაში ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი ქობულეთის ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:2 სძლია მეტოქეს და ტურნირის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ჩემპიონატის დასასრულს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს.აღსანიშნავია, რომ სამ ნომინაციაში გამარჯვებულად ბათუმის სასპორტო სკოლის ფეხბურთელები დასახელდნენ: ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად გიორგი ქათამაძე დასახელდა, საუკეთესო მცველად კი თემო ცინცაძე, ხოლო მაყურებელთა სიმპატია არმირ აგიბამ დაიმსახურა.

გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ბათუმის სასპორტო სკოლა ულოცავს გამარჯვებას სასპორტო სკოლის ნაკრებ გუნდს და მის მწვრთნელს ვახტანგ ქაცარავას და მომავალ წარმატებას უსურვებს მათ.

 

მსგავსი თემები