“საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება 10%-ით და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 174 მილიონი ლარი” – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის მიერ წარდგენილი რა სახის შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პროექტში – ქვეყნის მთავარი ფინანსური შესწორებული დოკუმენტის განხილვას საფინანსო-საბიუჯეტო იწყებს.

პროექტის პირველად ვერსიაში ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასებისა და პენსიების მომატება.

“გაზრდილი არის ხარჯვითი ნაწილი 395 მილიონით და აღწევს 18 მილიარდ 840 მილიონს, ანუ მომავალ წელს ამ ვერსიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 18 მილიარდ 840 მილიონი.

მთელ რიგ სამინისტროებს და უწყებებს ეზრდება დაფინანსება, მათ შორის მხოლოდ ერთს გამოვყოფ ამ შემთხვევაში, ეს არის ჯანდაცვის უწყება, რომელსაც 71 მილიონით ეზრდებათ დაფინანსება. საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება 10%-ით და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 174 მილიონი ლარი,” – ამბობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

მსგავსი თემები