“ნიკა მელია არის ხულიგანი” – კახა კალაძე

მეილია არის ჩვეულებრივი ხულიგანი – ასე ეხმაურება თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, გუშინ მელიასა და კობახიძეს შორის განვითარებულ მოვლენებს.

“ნიკა მელია არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით. როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე. ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ“,-განაცხადა კალაძემ.”

კალაძე აღნიშნავს, რომ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებელი , როგორც მელია, ისე კობახიძეა.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობის გადანაწილება ყველას მოუწევს არა მარტო ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციას, იმიტომ რომ ისინიც პოლიტიკურ ველზე არიან. შესაბამისად, ეს პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია“,-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები