რუსეთმა უკრაინაში შეიარაღებული ძალების ახალ მეთაურად სერგეი სუროვიკინი დანიშნეს

უკრაინის ომში ჩართული რუსული სამხედრო ძალების მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ავრცელებს.

უკრაინაში მყოფი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო.

სუროვიკინი 2017 წელს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის მარტიდან ის სირიაში რუსულ ძალებს ედგა სათავეში.

„ის არის ცნობილი, როგორც კორუმპირებული და სასტიკი გენერალი რუსული არმიის სტანდარტებისთვისაც კი“, -წერს უკრიანული მედია.

მსგავსი თემები