„გირჩი“ კოალიციას ყველასთან ვერ შექმნის, ვერ წარმომიდგენია კოალიცია ვინმესთან – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“

„თბილისში 6 ოლქზე შეთანხმდენენ და ეს კარგია, დანარჩენ ადგილებზეც შეთანხმება უნდა იყოს ამ თავლსაწრისით. მთავარი საკითხია როგორი იქნება საქართველო ივანიშვილის შემდეგ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია „გირჩის“ პრიორიტეტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური ძალისთვის კანდიდატის წარდგენაზე მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს.

„თუ მე სადღაც რაღაცაზე არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე სახის შეთანხმება არ მოხდება, ესაა დაპირებები, მარტივად არ ვენდობი ადამიანებს პოლიტიკაში, რადგან ქართულ პოლიტიკაში რაღაცის თქმა და მერე ელასტიურად გვერდის ავლა ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებაა, მე მირჩევნია შეთანხმება საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევაზე, ვიდრე ჩემს კანდიდატურაზე,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

იაგო ხვიჩია კოალიციის საკითხს ეხმაურება და მისივე განმარტებით კოალიცია ყველასთან წარმოუდგენელია.

„კოალიციას ყველასთან ვერ შექმნი, ჩვენ გვაინტერესებს სულ სამი საკითხი, შეიძლება თუ მთხოვეს, რომ მათ თემებში დავეხმარო დავეხმარები, მაგრამ ჩვენთის მთავრი სამი საკითხია, კოალიცია ვერავისთან წარმოგვიდგენია იმ ფორმატში რა ფორმატშიც არის ახლა გირჩი, თუმცა ბევრ პარტიასთან შეთანხმება სასამართლო რეფორმაზე ეს დასაშვებია, რაზეც ბევრ პარტიასთან მოვაწერეთ ხელი, ტუ როგორი იქნება სასამართლო ივანიშვილის შემდეგ, მე არ მჯერა როგორი იქნება ყველას დამოკიდებულება შემდეგ, მაგრამ თანამშრომლობა შედგა,“ – განაცხადა ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები