საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სპეციალური რეისით სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სპეციალური რეისით სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა, – ამის შესახებ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძეს სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გადავწყვიტეთ ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დაგვებრუნებინა. მადლობას ვუხდით ჩვენს სომეხ კოლეგებს თანამშრომლობისთვის“,- წერს თალაკვაძე.

ამასთან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სომხეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის და ისინი მკურნალობას გადიან.

მსგავსი თემები