ცხინვალიდან სამხედროებს უკრაინაში გზავნიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ კი ცხინვალში განთავსებული სამხედრო ბაზიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნეს. საომარ მოქმედებებში მინაწილეობის მისაღებად რეგიონის მაცხოვრებლებიც გაჰყავთ. ინფორმაცია ცხინვალის .. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურით ვრცელდება.

ესენი არიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის ფედერაციის მეოთხე ბაზის სამხედროები, მათ შორის საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები”,-აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით გამგზავრების წინ .. პრეზიდენტმა სამხედროები თავად მოინახულა.

მსგავსი თემები