ვირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა – 1 654, იმერეთი – 2 760, ქვემო ქართლი – 980, შიდა ქართლი -1 184, გურია – 580, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 327, კახეთი – 1 110, მცხეთა-მთიანეთი – 410, სამცხე-ჯავახეთი – 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 99.

 

მსგავსი თემები