ნატო გაზსადენების აშენების შესაძლებლობებს იკვლევს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს

გაზეთი la Vanguardia სამეფოს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნატო იკვლევს გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს ესპანეთის კატალონიას საფრანგეთთან და შეამცირებს ცენტრალური ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.

წყარო ირწმუნება, რომ საკითხი ნატო-ში ,,საფრანგეთთან ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირის აღდგენის შესახებ, რათა გაზი ევროპის გულში მიიტანოს“ აქტიურად განიხილება.

“გერმანია ძალიან დაინტერესებულია პროექტით. გერმანიის მაღალი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ახლა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ გეოსტრატეგიულ სისუსტედ გვევლინება”, – აღნიშნავს წყარო.

მსგავსი თემები