„ან სიკვდილი, ან ადეკვატური მკურნალობის საშუალება“ – მიხეილ სააკაშვილი

„მე, თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ. გუშინწინ გამოვიძახეთ სტილისტი ციხეში, გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირა ნიუ-იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე წერს ყოველ დღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან, „პარიკმახერი“ შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს“- ეს განცხადება პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

როგორც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, ის ძალიან სუსტადაა ადა ამ დროს მასთან ექიმებს არ უშვებენ. ამ ყველაფრის უკან მდგომად კი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

„მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე,  სერიოზული პრობლემები ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული, ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესი. ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა, ეს ხდება შენი მითითებით და ვერსად ვერ გაუძვრები ოლიგარქო ხალხს, იმიტომ, რომ ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, ვერ ეღირსები იმას, რომ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრობა არ მქონდეს, ეს ან იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება.  თუ არ იქნა ადეკვატური მკურნალობის საშუალება, რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება იმ შედეგით, ლეტალურით, როგორც დამთავრდება“ – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში.

მსგავსი თემები