„ადამიანი არ უნდა იჯდეს სახლში დახმარების იმედზე“ – „დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი“ „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„პანდემიის პირობებში ძალიან ძნელია საქმიანობა ბიზნესისთვის, თუმცა ამას ბიზნესი უმკლავდება. ჩვენ ხშირად ვისმენთ, რომ ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანები არ არიან დასაქმებულები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ განაცხადა.

მელაძემ პრემიერის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები არსებობს:

„ ის რაც პრემიერმა განაცხადა შეგვიძლია განვიხილოთ რამოდენიმე კონტექსტში. არის დროებითი სამუშაოები, რომელიც გამოიყენება ლოკალური პროგრამების განხორციელების დროს. არის საკითხი კიდევ, გვაქვს თუ არა სამუშაო ადგილები. რასაკვირველია დღეს ქვეყანაში არსებობს სამუშაო ადგილები, საგულისხმოა სოფლის მეურნეობა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს შრომის ბაზრის რეგულირების მექანიზმები, რომელიც არის ძალიან დასახვეწი. ეს უკავშირდება ერთმნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს, ჯანმრთელ ადამიას, რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს იმუშაოს, არის უმუშევარი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ რა მექანიზმებით მოხდება მოთხოვნა-მიწოდების დარეგულირება. უნდა გაჩნდეს მოტივაცია, რომ ადამიანი, რომელიც სახლში ზის უნდა ეძიოს სამუშაო. 600 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი და მათი უმეტესობა არის ჯანმრთელი,“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები