„ირღვევა პრეზიდენტის უფლება, როცა მას ეზღუდება ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანა“ – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„ნებისმიერ პატიმარს უფლება აქვს საკუთარი ხარჯით გადავიდეს ნებისმიერ კლინიკაში და მიიღოს სამედიცინო მომსახურება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ უფლებადამცველმა თეონა ქორიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა.

ადვოკატი კოდექსს იშველიებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებები სახელმწიფოს მიერ ირღვევა:

„საქართველოში არის კოდექსი პატიმართა შესახებ, რომელის მიხედვითაც ნებისმიერ პატიმარს უფლება აქვს საკუთარი ხარჯით გადავიდეს ნებისმიერ კლინიკაში და მიიღოს სამედიცინო მომსახურება, აქედან გამომდინარე არავის აქვს უფლება პრეზიდენტ სააკაშვილს შეუზღუდოს ეს უფლება, აქ უნდა შეიქმნას საგუშაგო მობილური ჯგუფები, აქედან გამომდინარე ჩვენი განაწყენება იურისტების არის იმ მხრივ, რომ ეს უფლება ადამიანის უფლება მას ეზღუდება და ერთადერთი მოთხოვნა ,რაც არის მას მიეცეს ნებისმიერ კლინიკაში გადასვლის უფლება, რათა მიიღოს შესაბამისი დახმარება,“ – განაცხადა თეონა ქორიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები