თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – კახა კალაძე 

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე დაახლოებით 327 მილიონი ლარი დაიხარჯება

როგორც კახა კალაძემ მერიის საქმიანობის ერთი წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარით განისაზღვრება, თუმცა დამატებითი სპეცტრანსლირებით 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

“აქედან 35%, დაახლოებით 327 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებით. ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობა 455 მილიონი დაიხარჯება, ეკოლოგიის მიმართულებით – 88 მილიონი ლარი გვაქვს განსაზღვრული და გამწვანების მიმართულებით – 26 მილიონი ლარი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები