„ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ხალხი საფრთხის შემცველია“-გია ვოლსკი

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, იქმნება რისკი, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს.

„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა – პროდასავლელები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები – ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას, უმრავლესობა რომც აიღონ. უმრავლესობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ჩვენ სწორედ ამას ვუფრთხით და იმიტომ ვთქვით უარი ჩვენს აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე. ეკლექტიკა, საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან საფრთხის შემცველია. რომც მოიპოვონ უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება. წარმოიდგინეთ, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ლიდერობაზე პრეტენზია სულ ჰქონდა და მეორე მხარეს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საკმაოდ განათლებული და გამოცდილი ადამიანია იმისათვის, რომ ვერ მიხვდეს, რომ ნათელაშვილი საკმაოდ დამანგრეველია. აღმშენებელი არც თავად ვაშაძეა. ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ადამიანები საფრთხის შემცველია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები