ე.წ ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია იწყება

თბილისის სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზა გამტარის, ე.წ ვარკეთილის ხიდების აღდგენა – რეკონსტრუქციის სამუშაოები იწყება და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტზე 1 581 600 ლარი დაიხარჯება. ​ პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ, დაიგება ასფალტის ახალი საფარი.​ ​როგორც “მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით და საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა გახდება ორმხრივი. სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე შეზღუდვა იმოქმედებს აეროპორტიდან…

მეტი...