თბილისში ახალი ესტაკადა გაიხსნა – რა ხარვეზზე უთითებენ მოქალაქეები

თბილისის საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი ესტაკადის მშენებლობა დასრულდა, ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. როგორც მერი აცხადებს, ესტაკადაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე. გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება დღეიდან ავტომობილით  ყოველგვარი საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი. ახალი ესტაკადის გახსნას უკვე მოჰყვა კომენტარი მოსახლეობის მხრიდან, ისინი ძირითადად ინტერესდებიან, როგორ უნდა გადაკვეთონ ქვეითებმა ეს მონაკვეთი, რამდენი მეტრი უნდა გაიარონ ზევით ან ქვევით და რა ფორმით უნდა…

მეტი...