,,საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება” – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას შეახსენებს, რომ იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. ,,იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – წერს დიპლომატიური უწყება, რომელიც უკვე მესამე დღეა ,,ქართული ოცნების” განცხადებებს სოციალურ ქსელში რეგულარულად პასუხობს.

მეტი...

„სიკვდილი დამიმეგობრდა“ – მანანა ბერიკაშვილი ემოციურ კადრებს აქვეყნებს

მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის და მანანა ბერიკაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის და მამის ფოტოებს აქვეყნებს: „სიკვდილი დამიმეგობრდა“, – წერს მანანა. შეგახსენებთ, რომ ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში, რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, უკანასკნელ გზაზე კი ტაშით გააცილეს.

მეტი...

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 15 ადამიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების სასამართლო დღეს გაიმართება. 15 ადამიანს თაღლითობას და გამოძალვას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ. კლუბის მენეჯერებს და მიმტანებს შემუშავებული ჰქონდათ სქემა, მათ განაწილებული ჰქონდათ როლები და დაწესებულებაში შესულ ტურისტებს არარეალურ თანხებს ახდევინებდნენ. ზოგჯერ ის ათჯერ მეტი იყო იმ პროდუქციის ფასზე, რაც მათ შეკვეთილი ჰქონდათ. უარის შემთხვევაში ემუქრებოდნენ. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.

მეტი...

როგორ ვრცელდება მომაკვდინებელი ვირუსი მარბურგი

მარბურგის ვირუსი, იშვიათი და სასიკვდილო ვირუსია, რომელიც იგივე ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ებოლა. პირველად რუანდაში დადასტურდა. მარბურგის ვირუსი მიეკუთვნება Filoviridae-ს ოჯახს, იგივე ვირუსული ოჯახია, რასაც ეკუთვნის ებოლა. ეს არის უაღრესად საშიში პათოგენი, რომლის ლეტალობის მაჩვენებელი შესაძლოა 88%-მდე იყოს აფეთქების დროს, როგორც აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). ვირუსი ზოონოზურია, რაც ნიშნავს, რომ იგი ცხოველებიდან ვრცელდება ადამიანებში, ძირითადად ღამურებიდან. ვირუსი შემდეგ ვრცელდება ადამიანებს შორის ინფიცირებული პირის სხეულის სითხეებთან (სისხლი, ნერწყვი, შარდი) კონტაქტის გზით. საავადმყოფოებში, ის ხშირად ვრცელდება ჯანდაცვის მუშაკებს შორის, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებზე ზრუნავენ სათანადო დამცავი აღჭურვილობის გარეშე. მარბურგის ვირუსის დაავადების (MVD) სიმპტომები…

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. უდიდესი სპორტული ღონისძიების სამზადისს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დირექტორი დიტერ ლამერი და ადმინისტრაციული მენეჯერი ნატალია ბოდროვა გაეცნენ. დამკვირვებლებმა დაათვალიერეს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებელი ადგილი, ახალი სპორტის სასახლე. ასევე ფარიკაობის ფედერაციის დარბაზი, რომელიც ტურნირამდე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენების შეკრებასა და მზადების პროცესს უმასპინძლებს. დიტერ ლამერის შეფასებით, საქართველო მზადაა მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად და აღნიშნავს, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვს.

მეტი...

მაშველებმა მტკვარში ჩარჩენილი ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს

მაშველებმა ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. ბორანი ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იყო ჩარჩენილი. ბორანზე ორი ადამიანი იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებდა მოძრაობას.  

მეტი...

საქართველოდან, მიმდინარე წელს, 53.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული რაოდენობა მოიცავს მიმდინარე წლის თხილის მოსავალსაც. უწყების ცნობით, 2024 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული მიმდინარე წლის თხილის მოსავლის ღირებულება 19.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში – ესპანეთში (9.7 მლნ აშშ დოლარი), იტალიაში (5.4 მლნ აშშ დოლარი),…

მეტი...

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მტკვარში ბორანი გაიჭედა

თბილისიში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ბორანი გაიჭედა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებს მოძრაობას. უწყებაში აცხადებენ, რომ ბორანზე ორი ადამიანი იმყოფება და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო ჯგუფები, ამ დროისთვის, გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

,,დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა. „სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს – ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები, რომლებსაც იმდენი გამბედაობაც არ აღმოაჩნდათ, რომ ღიად გამოეხატათ აზრი ამ კანონთან დაკავშირებით და სამარცხვინოდ გაიპარნენ დარბაზიდან კანონზე კენჭისყრის…

მეტი...

ჯანმო ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანმო ახალი ვირუსის, მარბურგის, შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 2024 წლის 27 სექტემბერს რუანდას ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მარბურგის ვირუსული დაავადების (MVD) შემთხვევები. 2024 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადასტურებულია სულ 26 შემთხვევა, მათ შორის 8 გარდაცვალება. შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 30 რაიონიდან 7-ში. დადასტურებული შემთხვევებიდან 70%-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკები არიან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარბურგის ვირუსი რუანდაში დაფიქსირდა. ამჟამად, არ არსებობს ხელმისაწვდომი მკურნალობა ან ვაქცინა მარბურგის ვირუსისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მარბურგის მსგავსი სიმპტომები, დროულად მიმართონ ექიმს, რათა მიიღონ მხარდამჭერი მკურნალობა, რაც პაციენტთა გადარჩენის შანსს ზრდის.

მეტი...

ჰამბურგში სასიკვდილო ვირუსის გავრცელების საშიშროებაა – დაკეტილია რკინიგზის მთავარი სადგური

ჰამბურგში, რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს. მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვირუს მარბურგის სიმპტომებით, სადგურიდან საავადმყოფოში ორი სტუდენტი გადაიყვანეს. დაინფიცირებულებს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სწორედ აფრიკის ცენტრში მდებარე ქვეყანაში დაადასტურა ჯანმომ, ცოტა ხნის წინ, მარბურგის შემთხვევები. სულ დაფიქსირებულია 26 ფაქტი, აქედან 8 გარდაცვალება. მარბურგი იშვიათი და სასიკვდილო ვირუსია, რომელიც იგივე ოჯახს მიეკუთვნება, როგორც ებოლა.

მეტი...

ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა – მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელებაა

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა. ჰამბურგის მთავარი სადგურიდან, 2 სტუდენტი მომაკვდინებელი ვირუსის, მარბურგის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულს ღებინება და გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდა. მედია წერს, რომ 26 წლის სტუდენტს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც იმ პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით მარბურგის ვირუსი დაუფიქსირდა.

მეტი...

ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოსს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს და თბილისის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა პრესისთვის დახურულია. საათნახევრით ადრე ო’ბრაიენი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს შეხვდება.

მეტი...

სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაში ორი დივიზია მონაწილეობს. თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხედროები სამხრეთ ლიბანში ,,შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზნობრივ რეიდებს” ატარებენ, რომელთა მიზანია სასაზღვრო ზონაში მოძრაობა ,,ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურის განადგურებაა. ტერორისტული ორგანიზაციის, ,,ჰეზბოლას” მიხედვით, ლიბანის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირების დროს ისრაელის სამი Merkava-ს ტიპის ტანკი განადგურდა.

მეტი...

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კობა კობალაძე ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10 წლიან ანგარიშს წარუდგენს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის, ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს გამართავს და მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიან ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: 3 ოქტომბერს, ქ. ბათუმში 16:00 საათზე, მემედ აბაშიძის N 32; 4 ოქტომბერს ,ქ. ოზურგეთში, 16:00 საათზე, ჭანტურიას ქუჩა N 1 (ფოლკლორის ცენტრის შენობა); 5 ოქტომბერს, ქ.ზუგდიდში, 16:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში; 6 ოქტომბერს, ქ.ქუთაისში, 16:00 საათზე, ჩეჩელაშვილის ქუჩა N 6ა; ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრებს და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა…

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფლების უფლების ეფექტურად დაცვა. საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოხატა ჯულიან ასანჟის მიმართ არაპროპორციულად მკაცრი მოპყრობის გამო და განაცხადა, რომ ეს შემთხვევა ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და მამხილებელთა დაცვას მთელ მსოფლიოში. შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟმა ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში. ასანჟი 25 ივნისს გათავისუფლეს. აშშ ამტკიცებდა, რომ Wikileaks-ის ფაილები – რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა…

მეტი...

ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია. ,,პასუხი არის – არა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ის ასეთ პერსპექტივას. მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, რომ ირანს პასუხი გასცეს 1 ოქტომბერს ისრაელის დაბომბვის გამო, თუმცა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პასუხი უნდა იყოს პროპორციული.

მეტი...

თელ-ავივში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ,,ჰამასმა” აიღო

თელ-ავივში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ,,ჰამასმა” აიღო. 1 ოქტომბრის საღამოს საათებში თელ-ავივში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საქართველის მოქალაქეა.

მეტი...

ნავის ჩაძირვის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ-ცენტრალურ ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ნიგერის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (NSEMA) ხელმძღვანელი, აბდულაჰი ბაბა არაჰმა ავრცელებს. ცნობილია, რომ ნავი მაშინ გადაბრუნდა, როდესაც 300-ზე მეტი მგზავრი მდინარე ნიგერზე გადაჰყავდა. წყლიდან 60-მდე ცხედარი ამოიყვანეს. გემის მგზავრების უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ისინი მუსლიმური ფესტივალის, მავლიდის აღსანიშნავად მიდიოდნენ.

მეტი...

იაპონიის ერთ-ერთ აეროპორტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა

ტოკიოს რეგიონულ აეროპორტში, ასაფრენ ბილიკთან, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. ბომბი აშშ-ის მიერ ,,კამიკაძე” თავდასხმების შესაჩერებლად იყო ჩამოგდებული. მომხდარის შედეგად, მიაძაკის აეროპორტი დროებით დაიკეტა და დაახლოებით 90-მდე ფრენა გააუქმდა. აფეთქებამ 23 ფუტის სიგანისა და 3 ფუტის სიღრმის ღრმული გააჩინა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც კამერების ჩანაწერებში ჩანს, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბომბის ადგილას მიწა მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის მიმდებარედ, მეორე მსოფლიო ომის დროს საზღვაო ბაზა მდებარეობდა.

მეტი...

,,უკრაინა 50 მილიარდის სესხს რუსული გაყინული აქტივებიდან მიიღებს” – შოლცი

,,უკრაინა 50 მილიარდის სესხს რუსული გაყინული აქტივებიდან მიიღებს”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. აღნიშნულ სესხს მან მიზანმიმართული დაპირება უწოდა და აღნიშნა, რომ ის უკრაინას უახლოეს მომავალში გადაეცემა. „ეს არის ასევე გზავნილი რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ არ უნდა ელოდოს, თითქოს რაღაც მომენტში მხარდაჭერა უკრაინის უბრალოდ გაქრება და ის შეძლებს მთელი ქვეყნის “შეჭამას”, – განაცხადა კანცლერმა.

მეტი...

ქარიშხლით დაზარალებულ შტატებში ბაიდენმა 1 000 ჯარისკაცი გაგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ ,,ჰელენით” დაზარალებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში 1 000 ჯარისკაცი გააგზავნა. ეს ჯარისკაცები შეუერთდებიან ეროვნული გვარდიის 6 000 წევრს და 4 800 ფედერალურ დამხმარე მუშაკს, რომლებიც დაზარალებულ 6 შტატში უკვე მუშაობენ. ამ დროის მონაცემებით, სტიქიას 175 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მეტი...

,,აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა” – მილერი

,,აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა”, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ რეისზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. რეისი ბეირუთიდან სტამბოლში გაფრინდა. „ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.

მეტი...

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

3 ოქტომბერს, ხუთშაბათს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26°-მდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით ზოგიერთ რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +21, +26°; მთაში +18, +23°; მაღალმთაში +14, +19°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +21, +26°; მთაში +17, +22°; მაღალმთაში +9, +14°, ზოგან +21°-მდე. თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ტემპერატურა +25°-მდე მოიმატებს.

მეტი...