ნავის ჩაძირვის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ-ცენტრალურ ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ნიგერის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (NSEMA) ხელმძღვანელი, აბდულაჰი ბაბა არაჰმა ავრცელებს.

ცნობილია, რომ ნავი მაშინ გადაბრუნდა, როდესაც 300-ზე მეტი მგზავრი მდინარე ნიგერზე გადაჰყავდა.

წყლიდან 60-მდე ცხედარი ამოიყვანეს. გემის მგზავრების უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ისინი მუსლიმური ფესტივალის, მავლიდის აღსანიშნავად მიდიოდნენ.

მსგავსი თემები