,,აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა” – მილერი

,,აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა”, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ რეისზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. რეისი ბეირუთიდან სტამბოლში გაფრინდა.

„ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი თემები