თელ-ავივში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ,,ჰამასმა” აიღო. 1 ოქტომბრის საღამოს საათებში თელ-ავივში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საქართველის მოქალაქეა.