ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფლების უფლების ეფექტურად დაცვა.
საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოხატა ჯულიან ასანჟის მიმართ არაპროპორციულად მკაცრი მოპყრობის გამო და განაცხადა, რომ ეს შემთხვევა ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და მამხილებელთა დაცვას მთელ მსოფლიოში.
შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟმა ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში. ასანჟი 25 ივნისს გათავისუფლეს.
აშშ ამტკიცებდა, რომ Wikileaks-ის ფაილები – რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს.