მაშველებმა მტკვარში ჩარჩენილი ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს

მაშველებმა ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. ბორანი ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იყო ჩარჩენილი. ბორანზე ორი ადამიანი იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებდა მოძრაობას.

 

მსგავსი თემები