ლიბანში პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახადა

ლიბანში პეიჯერების და რაციების აფეთქების შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახდა. მებრძოლთა უმეტესობამ მხედველობა დაკარგა, ხოლო ნაწილი ზედა კიდურების გარეშე დარჩა. როგორც Reuters-ი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ სერიოზული ზიანი მიაყენა, დაჯგუფებას მაინც ჰყავს 40-დან 50 ათასამდე მებრძოლი. დაჯგუფების ლიდერის ჰასან ნასრალას განცახებით კი, „ჰეზბოლას“ 100 ათასი მებრძოლი ჰყავს. სექტემბერში ლიბანში პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

მეტი...

მებაჟე ოფიცრებმა სგპ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა სგპ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 326,55 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 41 998,35 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე ვრცელდება. ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ,,ქართველი ხალხის აქტი” დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.

მეტი...

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს ბლინკენის შუამავლობით შეხვედრას გამართავენ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით 26 სექტემბერს ნიუ-იორკში სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრეს-სპიკერზე აიჰან გაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს. „26 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივითა და მონაწილეობით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა იგეგმება“, – თქვა გაჯიზადემ. როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბაირამოვი და მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებენ მონაწილეობას.

მეტი...

ლიბანში ისრაელის ჯარების მიერ შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსასს უახლოვდება

ბოლო მონაცემებით, ლიბანში ისრაელის ჯარების მიერ შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 600-ს უახლოვდება, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანის მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ ის ადგილები, სადაც მათ ჯარისკაცებს ,,ჰეზბოლაზე” იერიში მიაქვთ. ამავე დროს, ,,ჰეზბოლამ” დაადასტურა მათი ერთ-ერთი ლიდერის, იბრაჰიმ მუჰამედ კუბასის სიკვდილი. კუბასის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ,,ჰეზბოლას” გავლენიანი პირი ერთ-ერთ იყო იმ ექვს ადამიანს შორის, რომლებიც ბეირუთის გარეუბანში, საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედებები მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს დაგმო.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბითლისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველადი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია.

მეტი...

,,ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში ვართ, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები” – სერბეთის პრეზიდენტი

,,ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში ვართ, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები”, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას. ალექსანდრ ვუჩიჩმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში სერბეთს ისევე დაუჭირონ მხარი, როგორც ამას უკრაინასთან მიმართებით აკეთებენ. „როდესაც ლიდერები აქ დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ უკრაინის თავისუფლების აუცილებლობაზე, გაეროს და მისი წესდების, რეზოლუციების დაცვაზე, გვიჩნდება კითხვა – რატომ არ იცავენ ისინი გაეროს რეზოლუციას, როდესაც საქმე ეხება სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას? მსოფლიო უკრაინაზე ლაპარაკობს, სერბეთზე ლაპარაკს კი ვერ ბედავს. ამბობენ, თითქოს ჩვენ ბალკანეთში ომს დავიწყებთ რუსეთის დაკვეთით. ისინი ორ…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გააკრიტიკა და მას სამარცხვინო უწოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ცერემონიაზე ნაჩვენებმა სცენებმა დეგენდერიზაციის საფრთხის მასშტაბი გამოავლინა. მსოფლიოს იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც თურქეთის შეშფოთებას იზიარებენ, მან ოჯახური ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა. „საზოგადოების ფუნდამენტურ საყრდენზე, ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა სულ უფრო ინტენსიური ხდება. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ნაჩვენებმა სცენებმა გამოავლინა საფრთხის მასშტაბები, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. სპორტული ღონისძიება, რომელსაც ბავშვები და ყველა ასაკისა და რწმენის ასობით მილიონი ადამიანი უყურებდა, გამოყენებული იყო ყველაზე მახინჯი გზით დეგენდერიზაციის პროპაგანდისთვის. ამ უზნეო სცენებმა ღრმა ჭრილობა…

მეტი...

„ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა, როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს“ – მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია საუბრობს, თუ რამდენად სწორი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული საზოგადოებაში ნათლობის თუ ჯვრისწერის არსის გააზრებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი სვამენ შეკითხვას, რა ღირს ესა თუ ის ღვთისმსახურება. როგორც ის ამბობს, მოძღვარი ყველა ადამიანს უანგაროდ უნდა ემსახუროს. ,,მაცხოვარი არცერთ მოძღვარს არაფრის გარეშე არ დატოვებს. უანგაროდ უნდა ემსახურო ყველა ადამიანს, ვინც შენამდე ღმერთმა მოიყვანა. ეს მოძღვრის ვალდებულებაა. ჩემთვის ხშირად დაურეკავთ, როდესაც  ნათლობასთან ან ჯვრისწერასთან დაკავშირებით მითანხმებენ და, სამწუხაროდ, ასეთ კითხვასაც მისვამენ ხოლმე – მამაო, რა ღირს ნათლობა? რა ღირს ჯვრისწერა? მე ასეთ დროს ვეუბნები – ძალიან ბევრი ღირს, იმდენი – რომ მის ფასს…

მეტი...

,,უკრაინაში მიმდინარე ომში ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს და ახლა უკან ვეღარ გამოვყავართ” – ტრამპი

,,რესპუბლიკური” პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ უნდა იყოს ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში. მისი თქმით, ამ ომში ქვეყანა ბაიდენმა და ჰარისმა ჩაითრია და ახლა მისი უკან გამოყვანა აღარ შეუძლიათ. ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯიის შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ,,ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს ამ ომში და ახლა უკან ვეღარ გამოვყავართ, არც აქვთ გეგმაში, რომ უკან გამოგვიყვანონ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, მართალია, აშშ პირდაპირ არ იღებს მონაწილეობას ომში, მაგრამ უკრაინას მილიარდობით საბრძოლო და ჰუმანიტარული მასალით ამარაგებს.

მეტი...

,,ირანი მზადაა იმუშაოს მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული დაპირისპირების დასრულებისთვის” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა იმუშაოს მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებთან, რათა ბირთვული დაპირისპირება დასრულდეს. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი დიალოგის გზით უნდა დასრულდეს. პეზეშკიანმა თავისი გამოსვლის დროს ისრაელი, რომელსაც ირანი მტრად აღიქვამს, ღაზის სექტორში გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. ირანის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ბირთვული პროგრამის გამო შემოღებულ სანქციებს შეარბილებს. „ჩვენ ვეძებთ მშვიდობას ყველასთვის და არცერთ ქვეყანასთან კონფლიქტს არ ვაპირებთ. ირანი ომის წინააღმდეგ გამოდის და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეჩერების აუცილებლობას ხაზს უსვამს“, – აღნიშნა პეზეშკიანმა.

მეტი...

სლოვაკეთის პრემიერს ფიცოს კონვერტში ჩადებული ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის მთავრობის კანცელარიამ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სახელზე კონვერტი მიიღო, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია იდო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ტყვია კონვერტში სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც დილით პრემიერის სახელზე მოსულ კორესპონდენციას ამოწმებდნენ. კონვერტის გამომგზავნის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა.

მეტი...

,,რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება” – კახა კალაძე

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა. „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი არასწორი განცხადება იქნება, როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან, ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლების და…

მეტი...

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ვ.გ.-ს და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის  გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს კ.ვ.-ს და გ.კ.-ს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე, ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ტ.ფ. 2024 წლის 22 ივნისს, ოზურგეთში, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის მონაწილეობით „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც მ.გ.-ს მოდავე მხარის სასარგებლოდ  15 000 ლარის გადახდა დააკისრეს,…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაცია დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს – საგარეო საქმეთა სამინისტრო

,,მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს”, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

მეტი...

55 წლის ქართველმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა

55 წლის ქართველმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ მამაკაცი მომხმარებელს მოკვლითაც დაემუქრა. ინციდენტი სავაჭრო ცენტრში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ინტერნეტსივრცეში გაავრცელა.

მეტი...

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრებზე საკარანტინე რეჟიმი გააგრძელა

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2025 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის საქართველოსთან, 2025 წლის 1 იანვრამდე დარჩება დაკეტილი. განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის ვადა აზერბაიჯანში ამა წლის 1 ოქტომბერს იწურებოდა.    

მეტი...

არიზონაში „დემოკრატების“ ოფისი დაცხრილეს

უცნობმა ადამიანებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არიზონის შტატის ქალაქ ტემპეში მდებარე „დემოკრატიული“ პარტიის ოფისი დაცხრილეს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, შემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის ტემპეში ჩასვლამდე რამდენიმე დღის წინ მოხდა. უცნობმა პირებმა ცეცხლი „დემოკრატების“ ოფისის მიმართულებით გვიან ღამით გახსნეს. იმ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, სროლა შემთხვევით გამვლელებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. NBC News-ის ცნობით, ეს ტემპეში მდებარე „დემოკრატების“ ოფისის დაცხრილვის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად პარტიის ოფისი 16 სექტემბერს დააზიანეს.

მეტი...

,,საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება, ამას ყველა უნდა შეეგუოს” – მამუკა მდინარაძე

,,ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს არის ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის. „ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა, სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს. ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში! გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და…

მეტი...

გიორგი ქობულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ოპოზიციურ გუნდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

,,ქართული ოცნების” ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი (2018-2019 წ.წ.) გიორგი ქობულია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს და ერთ-ერთ ოპოზიციურ გუნდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელთა შედეგი სავარაუდოდ, დღეს, 25 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ თავად ქობულიამ ტელეკომპანია ,,ფორმულას” გადაცემა ,,მარტივ ფორმულაში” სტუმრობისას განაცხადა. ცნობისთვის, პოლიტიკაში მოსვლისა და საკუთარი პარტიის ჩამოყალიბების განზრახვა ქობულიამ მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან მალევე განასაჯაროვა, თუმცა პარტია დღემდე არ ჩამოუყალიბებია და ახლა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისის ფარგლებში უკვე არსებულ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან კოოპერაციის მცდელობას ახორციელებს.

მეტი...

,,ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ” – პაპუაშვილი ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე

,,ეს არის არასერიოზული, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?! თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია”, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებაზე საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებას. „ადმინისტრაციის მხრიდან რაც ვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა. მეორე მხრივ, ხანდახან რაც უფრო მკვახე თუ აუხსნელია ასეთი ქმედებები ან რაც უფრო მძიმეა გარკვეული ქმედებები, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის…

მეტი...

„ეს იყო მისი ბოლო სიტყვები“ – რას იხსენებს საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე

2023 წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის“ ნომინაციის „სარისკო კადრის“ გამარჯვებული გახდა. „იმედის კვირის“ გადაცემის ოპერატორს, გადაცემამ მიუძღვნა ვრცელი, ემოციური სიუჟეტი, რომელშიც მიშო ბიძინაშვილის მეუღლე, მეგობრები და კოლეგები მის შესახებ საუბრობენ და მიშოსთან ბოლო საუბარს იხსენებენ: „აფრინდა და ზღვის ხედი გამომიგზავნა, მერე ღრუბლებიდან. როდესაც ბოლოს მოვიკითხე, ალბათ, გარდაცვალებამდე 20 წუთით ადრე, ვისაუბრეთ, ვკითხე, მიშო, ხომ კომფორტულად გრძნობ თავს? როგორ ხარ? „კარგად ვარ, ნინ, ღრუბლებში ვარ“ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები“, – ამბობს მიშო ბიძინაშვილის მეუღლე.

მეტი...

აშშ-ს პროკურორებმა დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან დაკავებულ მამაკაცს, ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

აშშ-ის პროკურორებმა დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან დაკავებულ მამაკაცს, საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. თუკი მას ამ ბრალდებას დაუმტკიცებენ, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ,,საჯარო მოხელეების მიმართ ძალადობა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა და აღნიშნა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობაში მისაცემად. შეგახსენებთ, რომ 58 წლის რაიან როუთს იარაღის ქონის გამო სხვადასხვა ბრალდებებით სულ მცირე უკვე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება. აღნიშნული სამუშაოების გამო, 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

28 სექტემბერს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დედაქალაქის მასშტაბით 4 მისამართზე ჩაატარებს

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას დედაქალაქის მასშტაბით 4 მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს (ძაღლი/კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ. სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთი საათის განმავლობაში მოემსახურება. 10:00-11:00 სთ – ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ) 12:00-13:00 სთ – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან) 14:00-15:00 სთ – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ) 16:00-17:00 სთ – დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან)…

მეტი...

,,გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ, ამიტომ რაიმე კომენტარიც კი არასერიოზულია” – შალვა პაპუაშვილი

,,გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასა და შოთა შალელაშვილის შესაძლო თანამშრომლობის შეფასებისას. „ფერი ფერსა, მადლო ღმერთსაო, ნათქვამი გვაქვს ქართველებს. გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ რაიმე კომენტარიც კი არასერიოზულია ამ ადამიანზე და მისი რამის წევრებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია შოთა შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს სთხოვს.

მეტი...

,,ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც სხვებს უყენებენ” – შალვა პაპუაშვილი

,,ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც სხვებს უყენებენ. თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევებზე საუბრისას. „დღეს, როდესაც, დასავლური სამყარო რუსეთთან დაპირისპირებაშია სწორედ იმის გამო, რომ სწორედ რუსეთი არღვევს გაეროს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი. რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში. უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ამა თუ იმ მხარის პირდაპირ პოლიტიკურ პოზიციებს…

მეტი...

,,ისრაელი ღიაა ლიბანში კონფლიქტის დეესკალაციის იდეებისთვის” – გაეროში ისრაელის ელჩი

,,ისრაელი ღიაა ლიბანში კონფლიქტის დეესკალაციის იდეებისთვის”, – განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა. მისი თქმით, ისრაელი სერიოზულად განიხილავს მოკავშირეთა იდეებს დეესკალაციის შესახებ. ამასთან, დანი დანონმა აღნიშნა, რომ ისრაელს ურჩევნია კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა. „ჩვენ არ გვინდა სადმე სახმელეთო შეჭრა, გვირჩევნია დიპლომატიური გადაწყვეტა. ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ძალიან გვიან არ არის ლიბანის მთავრობისთვის, ლიბანელი ხალხისთვის, რომ მოახდინონ ზეწოლა „ჰეზბოლაზე“, რათა შეაჩერონ მათი აგრესია“, – განაცხადა დანონმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა იდეებს განიხილავენ ამჟამად, დანონმა განაცხადა, რომ დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებს.

მეტი...

დიდ დიღომში კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მეტი...

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. „ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„ჩელენჯი“ სოციალურ ქსელში, რის გამოც ქალი საპატარძლო კაბით მდინარეში შევიდა და დაიხრჩო

31 წლის ქალი მარია პანტაზოპულოსია კანადაში მდინარე დორვინში დაიხრჩო. „აღარ შემიძლია ამის გაკეთება“ ეს იყო ბოლო სიტყვები, მდინარეში სამუდამოდ გაუჩინარებამდე. ადგილობრივი მედიის ცნობით, მარია ივნისში დაქორწინდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო სოციალურ ქსელებში გამოწვევაში სახელწოდებით „Payment Trash“, რომელიც გულისხმობს საქორწინო კაბის განადგურებას ან სხვაგვარად დაზიანებას, კარგი განწყობის ნიშნად. ამის გამო მარიამ გადაწყვიტა მდინარეში ჩახტომა და საქორწილო კაბაში ფოტოს გადაღება. წყლით გაჟღენთილი კაბა ბალასტად გადაიქცა, რამაც ქალი ტრაგიკულად ჩაითრია მდინარის ფსკერზე და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. და ეს ყველაფერი ფოტოგრაფ ლუი პაგაკისისა და მისი მეუღლის თვალწინ მოხდა. როგორც…

მეტი...

მამა-შვილი დათვის თავდასხმამ იმსხვერპლა

რუსეთში, სოფელ ლუჩეგორსკის მახლობლად, დათვის თავდასხმას 2 მამაკაცი ემსხვერპლა. მამა-შვილი აგარაკზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათ დათვი თავს დაესხა. ადამიანებზე თავდასხმამდე დათვი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა და 35 ძაღლი მოკლა. ვარაუდობდნენ, რომ ცხოველი ან დაჭრილი იყო, ან ცოფით დაავადებული. ცხოველი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

,,ნეთანიაჰუ, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს” – ერდოღანი

,,ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ისრაელის დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აუცილებელია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმის შემუშავება. „ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზა გახდა ბავშვებისა და ქალების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო. 17 000-ზე მეტი ბავშვი იყო ისრაელის ტყვიებისა და ბომბების სამიზნე. საერთაშორისო პრესის ორგანიზაციებო, ის ჟურნალისტები, რომლებიც ისრაელმა დახოცა და მათი ოფისები დაარბია, თქვენი კოლეგები არ არიან? გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო, რას ელოდებით, რომ თავიდან აიცილოთ ღაზის გენოციდი და თქვათ…

მეტი...

მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავის მოსაგვარებლად ,,ქურდულ სამყაროს” მიმართეს – დაკავებულია 5 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე კი დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ. ,,ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის…

მეტი...

,,მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია” – ანტონიუ გუტერეში

,,მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. გუტერეშმა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და სუდანში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მზარდია იმ მთავრობებისა და სხვა ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც თავს გრძნობენ ისე, თითქოს „ციხისგან გათავისუფლების ბარათს“ ფლობენ. „მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია. დღეს მთავრობებისა და სხვათა მზარდი რაოდენობა თავს გრძნობენ ისე, თითქოს აქვთ ციხისგან გათავისუფლების ბარათი. მათ შეუძლიათ, დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. დაარღვიონ გაერო-ს წესდება. მათ შეუძლიათ, თვალი დახუჭონ საერთაშორისო კონვენციებზე ან საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. მათ…

მეტი...

2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანში აღარ გაიმართება – უეფას გადაწყვეტილება

უეფამ განაახლა წინადადებების მიღება 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის მას შემდეგ, რაც მატჩი მილანში გაუქმდა. მაისში ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ აირჩია სან სიროს სტადიონი, რომელსაც ასევე უწოდებენ სტადიონ ჯუზეპე მეაცას, მაგრამ მილანის საფეხბურთო სტადიონის შესაძლო რეკონსტრუქციის გამო ორგანიზაციამ გადაწყვიტა მატჩისთვის სხვა ადგილი გამოენახა. „რადგან მილანის მუნიციპალიტეტი ვერ იძლევა გარანტიას, რომ სან სირო და მისი შემოგარენი არ დაზარალდება რეკონსტრუქციის შედეგად, დღეს გადაწყდა, რომ ხელახლა გაიხსნას ტენდერის პროცესი 2027 წლის ფინალისთვის. გადაწყვეტილება ახალი მასპინძლის შესახებ, სავარაუდოდ, მაისში იქნება მიღებული“. – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ბევრი მსჯელობა სან სიროს…

მეტი...