დიდ დიღომში კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები