,,გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ, ამიტომ რაიმე კომენტარიც კი არასერიოზულია” – შალვა პაპუაშვილი

,,გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასა და შოთა შალელაშვილის შესაძლო თანამშრომლობის შეფასებისას.

„ფერი ფერსა, მადლო ღმერთსაო, ნათქვამი გვაქვს ქართველებს. გიორგი გახარია და მისი რაზმი უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ რაიმე კომენტარიც კი არასერიოზულია ამ ადამიანზე და მისი რამის წევრებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია შოთა შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს სთხოვს.

მსგავსი თემები